Saturday, 9 June 2018

გაკვეთილების მასალები

იხილეთ გაკვეთილების მასალები





სასწავლო პროექტი


                                       
                                           
•პროექტის სახელწოდება: 
       წავკისის              " დედოფლის წყაროს " წყლის  სისუფთავის   ხარისხის    დადგენა 
•პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:  
მოსწავლეები  გააანალიზებენ გარემო ფაქტორის (წყალის) სისუფთავის მნიშვნელობას ადამიანის ჯანმრთელობისათვის. ინტერნეტით გაეცნობიან  სასმელი წყლის დაბინძურების  მიზეზებს. დაამზადებენ ბუკლეტებს და დაარიგებენ 
•პროექტის აქტუალობა:პროექტი აქტუალურია, რადგან  ისტორიული წყაროს წყალის კვლევის საფუძველზე, შეიძლება დაისვას საკითხი მიმდებარე ტერიტორიის დაცვის აუცილებლობის შესახებ
•პროექტის მიზნები: ქიმ.IX. 7  მოსწავლეს შეუძლია გარემოზე  დაკვირვება და მოპოვებული მონაცემების  ქიმიის თვალსაზრისით შეფასება
აღწერს   წყლის დაბინძურების შესწავლის და კონტროლის მეთოდებს, გამოთქვამს მოსაზრებებს წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრის გზებზე; ნამუშევარს წარმოადგენს ადეკვატურად. 
•მონაწილეთა ასაკი:                14-15 წელი
•ვადები/ხანგრძლივობა:                  1-2 თვე
•მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
  • სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები უკეთესად გაიცნობენ ერთმანეთს, დამეგობრდებიან და ისწავლიან გუნდურ მუშაობას:აზრის გაზიარებას,სხვისი აზრის პატივისცემას, შეძლებენ მოსწავლეები თავიანთი შესაძლებლობების უკეთ გამომჟღავნებას
  • კიდევ უფრო შეიყვარებენ ბუნებას
  • შეისწავლიან წყლის თვისებითი ანალიზის რეაქციების ჩატარებას ნახევრადმიკრო მეთოდით
  • დაადგენენ წყალის pH-ს
  • აიმაღლებენ სამოქალაქო განათლებას,შეძლებენ თავიანთი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას სკოლის სხვა მოსწავლეებთან
  • დაამზადებენ ბუკლეტებს თემაზე:  "წყალი სიცოცხლის არსი"
  • გამოუმუშავდებათ პრეზენტაციის უნარი
  • მიღებენ გამოცდილებას პროექტის წერაში.
•პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ინტერნეტი,ფოტო აპარატი,რვეული,ფორმატი,ფლომასტერები,ქიმიური ჭურჭელი,რეაქტივები.
•პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):   1.მოსწავლეების დაყოფა ჯგუფებად
  2. სამუშაო ჯგუფის მიერ ინტერნეტით ინფორმაციის მოძიება წყლის სისუფთავის შემოწმების შესახებ 
3. მოსწავლეების მიერ მიღებული ინფორმაციის გამოყენებით წყლის სისუფთავის დადგენა ორგანოლეპტიკური მახასიათებლების მიხედვით:წავკისის "დედოფლის წყაროს" წყლის  სისუფთავის დადგენა
  • წავკისის სასმელი წყლის სისუფთავის დადგენა 
  • საკვლევი წყლების დაბინძურების ხარისხის შედარება და მიზეზების დადგენა
4. სამუშაო ჯგუფის მიერ ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება წყლის ანალიზის ჩატარების შესახებ
5.  სკოლაში არსებული მინი ლაბორატორიის გამოყენებით სასმელი წყლის და "დედოფლის წყაროს" წყლის ბიო- ქიმიური ანალიზი 
pH-ის განსაზღვრა ინდიკატორების (იისფერი ლაკმუსის ქაღალდით, რომელიც თვითონ მოსწავლეებმა დაამზადეს), და უნივერსალური ინდიკატორის ქაღალდით.
6.ბუკლეტების დამზადება თემაზე:"წყალი არსია სიცოცხლის!"
7.პრეზენტაცია
8. მოსწავლეები მიღებული ანალიზის საფუძველზე მიიღებენ პრევენციულ ზომებს ბუკლეტების მოსახლეობაში დარიგება
•საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
•კავშირი:         ქიმია , ბიოლოგია და ისტ-ი
•პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):      დიანა მირველაშვილი
•ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:             dianamirvelashvili1971.blogspot.com
•პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:        მივუთითებ როდესაც დასრულდება პროექტი

Sunday, 27 May 2018

                         
                                 

                                   

                                          იწყება  ახალი  საინტერესო  სეზონი! 🔺🔺🔺🔺








                                             იწყება არდადეგები  ⃔⃔⃔⃔🔻

მოგესალმებით!

                            მიმდინარეობს გვერდის რეკონსტრუქცია.